fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: დააკავეს 63 წლის ქალი, რომელიც ძაღლს მანქანით დაეჯახა – შეეფარდა 40.500 ევროს ოდენობის ჯარიმა

ირაკლიოდან ვრცელდება კადრები, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს შეაძრწუნებს. ვიდეოში ჩანს, როგორ ეჯახება მანქანა ძაღლს, რომელიც საერთოდ არ არის შეუმჩნეველი გზაზე, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ქალი (მანქანის მძღოლი) განზრახ ეჯახება ცხოველს, რომ გზიდან მოიშოროს.

ირაკლიოს პოლიციამ მომხდარ ფაქტზე 63 წლის ქალი დააკავა, პარალელურად კი, დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც ჯამში 40.500 ევროს შეადგენს. ამას გარდა, დაჯარიმდა ძაღლის პატრონიც, რომელმაც ყურადღების გარეშე დატოვა საკუთარი ცხოველი.

აღსანიშნავია, რომ ქალი, მას შემდეგ რაც ძაღლი მანქანით გაიტანა, არც კი გაჩერდა და დიდი სისწრაფით დატოვა იქაურობა. შინაური ცხოველი, რომელიც 12 წლის არის, მძიმედ დაშავდა და მომდევნო საათები მისი ჯანმრთელობისთვის კრიტიკულია.

63 წლის ქალის წინააღმდეგ საქმე შესაბამისი მუხლით აღიძრა და პროკურატურაში გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ