fbpx
საბერძნეთი

ევა კაილი ციხიდან გაათავისუფლეს და შინაპატიმრობაში იქნება: “ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი გოგონა მელოდება”

ჰარენის ციხეში 4 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ევროპარლამენტარმა, ევა კაილიმ, რომელსაც ქრთამის აღება ედებოდა ბრალად, შინაპატიმრობაში გადაინაცვლა. ბერძენმა პოლიტიკოსმა ციხე დღეს დილით დატოვა და შავი Mercedes-ით, მამამისისა და ადვოკატის თანხლებით წავიდა სახლში. ცხადია, კაილი ვალდებულია ატაროს სპეციალური სამაჯური, რომელიც შინაპატიმრობისთვის არის განკუთვნილი.

პოლიტიკოსს გარეთ 15-მდე ბერძენი ჟურნალისტი ელოდებოდა, რათა მისგან პირველი სიტყვები მოესმინათ. “ძალიან ბედნიერი ვარ. გმადლობთ, ჩემი გოგონა მელოდება, ისევ მასთან ერთად ვიქნები და ეს ძალიან მაბედნიერებს. ჩემი ადვოკატების დახმარებით ბრძოლა გრძელდება,” თქვა კაილიმ.

კაილი ამიერიდან ბრიუსელში, თავის ბინაში შვილთან ერთად იცხოვრებს. მას აკრძალული აქვს სახლის დატოვება, გარდა იმისა, როდესაც საჭირო იქნება წავიდეს სასამართლოში, ექიმთან ან ექნება რაიმე სხვა ფორსმაჟორული მიზეზი, თუმცა, საჭირო იქნება შეთანხმდეს ამის შესახებ ბელგიის პროკურატურასთან.

როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, კაილი შინაპატიმრობაში გადავიდა იმის გამო, რომ საქმის ახალი მასალებიდან მისი უდანაშაულობა იკვეთება, ვინაიდან ფულის შეკვრაში არ აღმოჩნდა კაილის თითის არცერთი ანაბეჭდი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თანხასთან არანაირი კავშირი არ აქვს. შესაბამისად, ამ ფაქტმა გამომძიებელი აიძულა, რომ დათანხმებოდა კაილის შინაპატიმრობაში გადაყვანას.

onalem

ტესტ