fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: პოლიციამ ემიგრანტი 24 წლის გოგო დააკავა, რომელმაც ავტობუსში მოხუცი გაძარცვა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ თესალონიკში 24 წლის გოგო დააკავა, რომელსაც ბრალად მოხუცზე ძალადობა და მისი გაძარცვა ედება.

საქმის მასალების მიხედვით, ახალგაზრდა ქალი ემიგრანტია და წარმოშობით ბულგარეთიდან არის. მან სამგზავრო ავტობუსში 75 წლის მოხუცს სცემა, ხოლო შემდეგ, თანამზრახველის დახმარებით, მას თანხა წაართვა, რომელიც თან ჰქონდა და ორივე გაუჩინარდა.

ინციდენტის შესახებ პოლიციას მალევე შეატყობინეს და ოფიცრებმა 24 წლის ბულგარელი მოკლე დროში დააკავეს. ამ დრომდე ეძებენ მის თანამზრახველს.

onalem

ტესტ