fbpx
პოლიტიკა

“კვლავ ბოდიშს ვიხდით! ამიერიდან ორი დისპეჩერი ყოველ სადგურში” – ტრანსპორტის ახალი მინისტრი, გიორგოს გერაპეტრიტის

საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრის, კოსტას კარამანლის გადადგომის შემდეგ, მისი პოზიცია გიორგოს გერაპეტრიტის დაიკავა. მან დღეს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში, მთავრობის სახელით.

მინისტრის განმარტებით, აუცილებლად იარსებებს კომპენსაციის ჩარჩო, დაღუპულთა ოჯახებისთვის, მთავრობის მხრიდან, მაგრამ ისინი ასევე მეთვაყურეობას გაუწევენ თავად Hellenic Train-ისგან გასაცემი კომპენსაციების საკითხს.

რაც შეეხება ტექნოლოგიურ ცვლილებებს, გერაპეტრიტის განცხადებით, აუცილებლად გატარდება რეფორმები და სავალდებულო გახდება, რომ ყოველ სადგურზე იმუშაოს მინიმუმ ორმა დისპეჩერმა და თანამშრომელთა შერჩევა მოხდება შედარებით უფრო მკაცრი კრიტერიუმებით.

მინისტრმა კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში შეჯახების გამო და განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს პასუხისმგებელ პირთა გამოსაკვეთად და მგზავრთა და პერსონალის უსაფრთხოების გასაზრდელად.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ კირიაკოს მიცოტაკიმ საჯარო ტრანსპორტის ყველა სახეობის შემოწმების ბრძანება გასცა.

onalem

ტესტ