fbpx
პოლიტიკა

“აღდგომის შუქი გაანათებს ჩვენს გზას, ვიდრე ჩვეული ცხოვრება დაბრუნდება” – კირიაკოს მიცოტაკის მიმართვა

“ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო,

წელს განსხვავებულად აღვნიშნავთ აღდგომას. გაზაფხულის იგივე მზის ქვეშ, მაგრამ ეკლესიების, მეგობრების და ტრადიციების გარეშე.

წელს, ვნების კვირა 50 დღეზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ აღდგომა გაანათებს იმ გზას, რომლითაც პანდემიის შტორმიდან სიხარულით გამოვალთ.

დისციპლინითა და სოლიდარობით ჩვენ პირველ ტალღას გავუმკლავდით. დავიცავით საზოგადოებრივი ჯანმრთელობა. და ამავე გზაზე დარჩენით, ნელ-ნელა ახალ ერაში გადასვლას დავიწყებთ, რომელშიც ბევრი რამ იქნება შეცვლილი.

ჩვენ ვგლოვობთ მათ, ვინც კორონავირუსის გამო დავკარგეთ და მადლობას ვუხდით მათ, ვინც მასთან ბრძოლას აგრძელებს. ჯანდაცვის სისტემის ექიმებთან და ექთნებთან ერთად მათ, ვინც ყოველდღე მუშაობს, ჩვენი უსაფრთხოებისთვის.

ჩემო თანამოქალაქეებო,

ვირუსმა სახლებში გამოგვკეტა. მაგრამ ასევე დაგვეხმარა, რომ ჩვენი თავები შეგვეცნო და გაგვეაზრებინა რაღაცების მნიშვნელობა. 

ეს გამოცდა მოგვეცა ყველას და ხაზი გაესვა, რომ ჯანმრთელობა უზენაესია. 

კრიზისი ყოველთვის განმსჯელია. ამრიგად, ჯანმრთელობის კრიზისმა პოლიტიკის არსი თავის საფუძვლებს დაუბრუნა: სახელმწიფოს მზადყოფნას და ეფექტურობას, პასუხისმგებლობის მობილიზებას, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ნდობასა და სოლიდარობას ჩვენ შორის.

პანდემიიდან უკეთესი სახელმწიფოთი გამოვალთ. ჩვენ გამოვალთ უფრო მეტად შეიარაღებულები და მძლავრი კავშირებით, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის. 

აღდგომის შუქი გაანათებს ჩვენს გზას მანამდე, ვიდრე ჩვეული ცხოვრება არ დაგვიბრუნდება. მაგრამ მანამდე, არ ჩავაგდოთ საფრთხეში ის ყველაფერი, რამაც მაგალითი გაგვხადა მთელი მსოფლიოსთვის. პატივი ვცეთ ექსპერტებს და დავემორჩილოთ კანონებს. 

ჩვენ აღდგომას სახლებში აღვნიშნავთ, მაგრამ აღორძინებისა და გაცოცხლებისკენ მზერით, რომელიც მოდის. 

ქრისტე აღსდგა! გილოცავთ ყველას, ბედნიერებას და უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობას გისურვებთ!”

onalem

ტესტ