fbpx
პოლიტიკა

კირიაკოს მიცოტაკი ლიეტუვის პრეზიდენტს ესაუბრა – გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის მხარდასაჭერად

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას დაუკავშირდა და ტელეფონით საკმაო ხანს ისაუბრეს.

ორი მაღალჩინოსნის კომუნიკაცია პირდაპირ იყო დაკავშირებული უკრაინა-რუსეთის ომთან. ორმა მხარემ ასევე განიხილა 10-11 მარტისთვის ევროპის არაფორმალური საბჭოს სხდომის საკითხი.

მიცოტაკიმ და ნაუსედამ ისაუბრეს, თუ როგორ შეიძლება დაამყარონ ძლიერი კავშირები, რომლებიც მიმართული იქნება რუსეთის წინააღმდეგ და ცხადია, უკრაინის მხარდასაჭერად.

საბერძნეთის პრემიერი, მიუხედავად საზოგადოებრივი კრიტიკისა, თვლის, რომ უკრაინის გვერდით დგომა, ეს ისტორიის სწორ მხარეს დგომაა და ეთიკურად კორექტულია, რომ აღმოუჩინონ პრაქტიკული დახმარებაც, სიტყვიერ სოლიდარობასთან ერთად.

 

 

onalem

ტესტ