fbpx
პოლიტიკა

“ხალხს გასავალი შეუმცირდება, გაიაფდება ავიაბილეთები, საჯარო ტრანსპორტი, შენარჩუნდება ფულადი დახმარება” – კირიაკოს მიცოტაკი

კირიაკოს მიცოტაკიმ საგანგებო გამოსვლისას მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მან ისაუბრა სამ ძირითად საკითხზე: ეკონომიკაზე, ტურიზმსა და შრომის ბაზარზე.

“როგორც ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა ჯანმრთელობისთვის, ასევე მოვიგებთ ბრძოლას, ეკონომიკისთვის. პროგრამის, ΣΥΝ- ΕΡΓΑΣΙΑ (თანამშრომლობა) ფარგლებში მთავარი მიზანი იქნება სამუშაო ადგილების შენარჩუნება. პირველ ეტაპზე ამაში 1 მილიარდი ევრო დაიხარჯება.

ამრიგად, ის ბიზნესები, რომლებსაც ბრუნვა შეუმცირდათ და ახლა ნაკლები მოთხოვნა აქვთ პროდუქტზე, შესაბამისად კი, შეუმცირეს დასაქმებულებს სამუშაო საათები, ოქტომბრის ბოლოდან შეძლებენ, რომ ჩვეულ რეჟიმში ამუშაონ პერსონალი და დააბრუნონ ძველ პოზიციებზე, უხადონ იგივე ხელფასი, რაც პანდემიამდე. ამ ყველაფერში კი სწორედ პროგრამა, ΣΥΝ- ΕΡΓΑΣΙΑ, დაეხმარებათ.

ეს ძირითადად ეხებათ სასტუმროების და კაფე-ბარების, ტავერნებისა და რესტორნების მფლობელებისთვის, რომლებიც გეგმავენ, რომ ამუშაონ გაცილებით ნაკლები თანამშრომელი.

ფულადი დახმარების გაცემასა და სამუშაოს სახით დახმარებას შორის მე ვირჩევ მეორეს. ეს არის ერთადერთი ჭკვიანური გზა და პასუხი იმ ბოქლომების გასაღებად, რომლებიც ბიზნესებს ემუქრებათ. ამ გზას მიმართეს გერმანიამ, საფრანგეთმა და ავსტრიამ.

ივნისსა და ივლისში გაგრძელდება იმ თანამშრომელთა დახმარება, რომლებმაც სამსახური დაკარგეს კორონავირუსის ფონზე, ან შეუმცირდათ შემოსავლები. ასევე, სახელმწიფო გადაიხდის მათი დაზღვევის თანხას.

შემცირდება საჯარო ტრანსპორტით, საჰაერო და საზღვაო გზით მგზავრობის საფასური. ანუ გაიაფდება ტრამვაის, მეტროს, ავტობუს/ტროლეიბუსის, გემებისა და თვითმფრინავის ბილეთების ფასები.

1 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით დღგ 24%-დან 13%-მდე შემცირდება. ამ ყველაფრის მოტივია წავახალისოთ მოსახლეობა წავიდნენ დასასვენებლად.

ასევე, დაინიშნება სპეციალური პროგრამები, რომ დასასვენებლად წასვლა შეძლონ დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებმაც.

შემცირდება ღია კინოთეატრების ბილეთების ფასები.

ტურიზმის სფეროში მომუშავე რესტორნებს, კაფე-ბარებსა და ტავერნებს ქირა შეუმცირდებათ 40%-ით, მთელი ზაფხულის მანძილზე.”

როგორც უკვე ცნობილია, სეზონური სასტუმროები 15 ივნისს გაიხსნება და საბერძნეთი ტურისტებს მიიღებს 19 ქვეყნიდან. 1 ივლისიდან კი საზღვრებს ყველა ქვეყნისთვის გახსნის.

 

onalem

ტესტ