fbpx
საზოგადოება

პოლიციელებმა ბერძენი ბიჭი სცემეს, რადგან პაკისტანელი ეგონათ – წარმოუდგენელი შემთხვევა კრეტაზე

შემთხვევის შესახებ, რომელიც კრეტაზე, ირაკლიოში მოხდა, თავად დაზარალებული იუწყება. ახალგაზრდა მამაკაცი ჰყვება, რომ მოტოციკლით სამსახურიდან სახლში მიდიოდა, როდესაც ΔΙΑΣ ჯგუფი წამოეწია და დაუყვირეს: “პაკისტანელო, გააჩერე!” მან ყურადღება არ მიაქცია, ვინაიდან ჩათვალა, რომ მას არ ეძახდნენ. რამდენიმე წუთში კი თავიანთი მოტოციკლით გვერდით გაუსწორდნენ და იძულებული გახადეს, რომ გაეჩერებინა.

“როცა გავაჩერე და შლემი მოვიხსენი, ვერც კი მოვასწარი მეთქვა, რომ პაკისტანელი კი არა ბერძენი ვიყავი, მარცხენა თვალში დამარტყეს. ვკითხე, თუ რატომ მირტყამდნენ და მითხრეს, რომ შემოწმება უნდოდათ და ჩანთა მომხსნეს, ვუთხარი, რომ შესაკრავი გაფუჭებული იყო და ვცადე მეჩვენებინა, თუ როგორ უნდა გაეხსნათ ის. მაგრამ ამ დროს მარჯვენა თვალში დამარტყეს. მეუბნებოდნენ, რომ ალბათ იარაღი მქონდა და მის ამოღებას ვცდილობდი. ვუთხარი, რომ არალეგალური არაფერი მქონდა. ეძებდნენ და ვერაფერი იპოვეს. ისიც მითხრეს, რომ თუ რაიმეს ვიტყოდი მათ შესახებ და დავიჩივლებდი, ისევ მიპოვიდნენ,” ამბობს დაშავებული.

ცნობილია, რომ ის ძირსაც დავარდა მას შემდეგ, რაც ოფიცრებმა გენიტალიებში ძლიერად დაარტყეს და შემდეგ უკვე დავარდნილს ზურგში ურტყამდნენ. ეს ყველაფერი კი სრულიად უმიზეზოდ, ან იმ რასისტული მიზეზით, რომ უბრალოდ პაკისტანელი ეგონათ.

“დედაჩემი ათენშია და ბატონი მიხალის ხრისოხოიდისის ოფისში უნდა წავიდეს საჩივრის შესატანად, რადგან მაშინებენ, რომ ისევ მოპოვიან.”

onalem

ტესტ