fbpx
საზოგადოება

“რასიზმის გამო ბოლო დღეები არ მძინებია, მაგრამ მე მაინც საუკეთესო სიტყვებით ვისაუბრებ” – იანის ადეტოკუნბო

წარმატებული კალათბურთელი იანის ადეტოკუნბო დუმილს არღვევს და თავისი ძმის მიმართ გამოვლენილი რასიზმის შემთხვევაზე საუბრობს. როგორც ცნობილი გახდა, რასისტული რეპლიკები ჰქონდა სპორტულ კომენტატორს, როდესაც რამდენიმე დღის წინ პანათინაიკოს-ოლიმპიაკოსის მატჩი გაიმართა.

“პირველ რიგში ბოდიშს გიხდი, თანასი, რადგან რასაც მე ვამბობ, ბევრ თვალს მომართავს შენკენ და ვიცი, რომ ეს არის ის, რაც  ნამდვილად არ გინდა… მაგრამ მჯერა, რომ მამა რომ აქ ყოფილიყო, ის ძალიან იმედგაცრუებული იქნებოდა თუ გავჩუმდებოდი.

რასიზმის შემთხვევის გამო ბოლო დღეებია არ მძინებია. თუ ეს ხდება ჩემი ძმის, თანასის მიმართ, რომელიც ამაყად წარადგენს საბერძნეთს და პანათინაიკოსს, ვერ წარმომიდგენია, რომ სხვა ფერადკანიანი ადამიანი საბერძნეთში ჩამოსვლას ისურვებს. ძალიან გულნატკენი და იმედგაცრუებული ვარ.

მაგრამ ნეგატიური კომენტარების გამო, ჩვენ არ ვაპირებთ ოჯახის და იმ ქვეყნის მიმართ სიყვარულის შეცვლას, სადაც გავიზარდეთ. მე და ჩემი ძმა ბერძენ-ნიგერიელები ვართ და მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ჩვენ გავაგარძელებთ ქვეყნის წარდგენას და საუკეთესო სიტყვებით ვისაუბრებთ სამშობლოზე.”

 

onalem

ტესტ