fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძნული თვითმფრინავები, რომლებმაც საშინელი კატასტროფა განიცადეს

ქვემოთ მოცემული რეისები თავიდანვე განწირული იყო, ისევე როგორც მგზავრები, რომლებიც თითოეული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ. ბერძნულ ავიაციაში არის შავი დღეები, რომლებიც 1949 წლიდან დღემდე, ქვეყნისთვის უმძიმესი გასახსენებელია.

(ქვემოთ ნაჩვენები რამდენიმე ფოტო აჩვენებს მხოლოდ იმას, თუ როგორები იყვნენ თვითმფრინავები, რომლებიც ჩამოცვივდნენ).

  1. ავია ხომალდი Douglas DC-3, რომელიც Τεχνικαί Αεροπορικαί Εκμεταλλεύσεις-ის კუთვნილებაში იყო, 1949 წელს ათენიდან კავალაში მიფრინავდა, როდესაც მარჯვენა ფრთა დაკარგა და ბორტზე მყოფი 22 მგზავრი ბერძნულ ავიაციაში პირველ საშინელ კატასტროფას ემსხვერპლა.
  2. მეორე ჯერზე კატასტროფა Douglas DC-3-მა განიცადა, რომელიც “ოლიმპიური ავიახაზების” კუთვნილებაში იყო. ის 1959 წელს ატიკის რეგიონში ჩამოვარდა, სადაც ამ პროცესს უამრავი ადამიანი უყურებდა. ადგილზე გარდაიცვალა 18 მგზავრი. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ აფრენიდან 20 წუთის შემდეგ აფეთქების ორი ძლიერი ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ჯერ ფრთა, ხოლო შემდეგ მთელი თვითმფრინავი მიწისკენ დაეშვა და ჩამოვარდა.

  3. მესამე შემთხვევაც “ოლიმიურ ავიახაზებს” უკავშირდება, რომლის კატასტროფასაც 1969 წელს 90 ადამიანი იმსხვერპლა. ხომალდი კერატეას ტერიტორიაზე დაეცა, ის ხანიიდან მოფრინავდა. კატასტროფის მიზეზად შტორმი და უამინდობა სახელდება.
  4. “ოლიმპიური ავიახაზების” NAMC YS-11 1972 წლის ოქტომბერში ჩამოვარდა, ის კორფუ-ათენის რეისს ასრულებდა და ეს არის შემთხვევა, რომლის დროსაც 53 ადამიანიდან 18 გადარჩა, რადგან მათ წყალში გაცურვა მოახერხეს. არსებული ინფორმაციით, კატასტროფა პილოტის შეცდომამ გამოიწვია, რომელსაც ეგონა, რომ პორტის მანათობელი შუქები აეროპორტის იყო.5. 1976 წლის ნოემბერში “ოლიმპიური ავიახაზების” კიდევ ერთი ხომალდი, NAMC YS-11A ჩამოვარდა, რომელიც ათენი-ლარისა-კოზანის რეისს ასრულებდა და კოზანის ტერიტორიაზე დაეცა. დაიღუპა 46 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი. ადგილობრივები მათ დასახმარებლად მაშინვე მივიდნენ, მაგრამ, ცხადია თვითმფრინავისგან არაფერი აღარ იყო დარჩენილი. კატასტროფის მიზეზად ნისლი დასახელდა.

    6. 1989 წლის აგვისტოში “ოლიმპიური ავიახაზების” თვითმფრინავი თესალონიკი-სამოსი-კოს რეისს ასრულებდა, მაგრამ ნისლისა და რამდენიმე ჯერ კიდევ გაურკვეველი მიზეზის გამო, ჩამოვარდა და დაიღუპა 31 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი. ცნობილია, რომ პილოტმა დაცემამდე პრობლემის შესახებ ინფორმაცია გადასცა, მაგრამ კონტროლის აღდგენა ვერ შეძლო და რეისი ფატალურად დასრულდა. ექსპერტებმა ვერც შავი ყუთის საშუალებით შეძლეს რაიმეს გაგება. აღსანიშნავია, რომ ავია კატასტროფის შედეგად დაღუპულთა იდენტიფიცირება ვერ შეძლეს.

    7. 1997 წლის დეკემბერში უკრაინული ავია კომპანიის ხომალდი კიევი-თესალონიკის რეისს ასრულებდა, როდესაც დაჯდომამდე რამდენიმე წუთით ადრე პილოტმა კონტაქტი დაკარგა და ხომალდი პიერიის მთებში ჩავარდა. დაიღუპა 70 ადამიანი, რომელთაგან 43 ბერძენი იყო. აღსანიშნავია, რომ ჩამოვარდნილ თვითმფრინავს დიდი ხნის მანძილზე ეძებდნენ, რადგან კლიმატური პირობები ხელსაყრელი არ იყო.

  5. უახლესი წარსულიდან ყველაზე საშინელი კატასტროფა 2005 წლის აგვისტოში მოხდა. 14 აგვისტოს კვიპორული ბოინგი 737 ლარნაკა-ათენის რეისს ასრულებდა, როდესაც თვითმფრინავში ჟანგბადის უკმარისობა შეიქმნა. თითოეულმა მგზავრმა პირბადეები გაიკეთა, ხოლო პილოტმა გონება დაკარგა. თვითმფრინავში ამოწურული იყო საწვავიც. ცნობილია, რომ ხომალდი ათენიდან 25 კმ-ის მოშორებით, გრამატეას ტერიტორიაზე იპოვეს. ადგილზე დაიღუპა 115 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი.

onalem

ტესტ