fbpx
პოლიტიკა

მიცოტაკის საგანგებო მიმართვა და ბოდიში მოსახლეობას! 1.000-დან 2.000 ევრომდე კომპენსაცია დაზარალებულებს

კირიაკოს მიცოტაკი საგანგებო სიტყვით მიმართავს მოსახლეობას და ბოდიშს იხდის იმ ყველაფრისთვის, რისი გადატანაც უხვი ნალექის გამო მოუწიათ ბოლო ორი დღის მანძილზე. პრემიერმა ოფიციალურად განაცხადა, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც ატიკის გზატკეცილზე იყო ჩარჩენილი, ასევე მათ, ვინც ΤΡΑΙΝΟΣΕ-თი იმგზავრა და ურთულესი ღამის გადატანა მოუწიათ, სახელმწიფოსგან კომპენსაცია გადაეცემათ.

“დილამშვიდობის! პირველ რიგში, მინდა გულწრფელი ბოდიშის მოხდით დავიწყო ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც ატიკის გზატკეცილზე მრავალი საათის მანძილზე იტანჯებოდნენ.

მოხდება ყველაფრის სრულად გამოკვლევა და პასუხისმგებლობა დაეკისრებათ შესაბამის ორგანოებსა და სუბიექტებს, კონტრაქტებში გათვალისწინებული პირობების საფუძველზე. სამწუხაროდ, ატიკის გზაზე ვერ მოხდა სიტუაციის გაკონტროლება, რის გამოც, მივიღეთ გადაწყვეტილება, სასწრაფოდ გადაეცეს 2.000 ევრო თითოეულ ძღოლს, რომელიც ატიკის გზაზე იყო ჩარჩენილი, ხოლო 1.000 ევრო მათ, ვინც ΤΡΑΙΝΟΣΕ-თი იმგზავრა და უსამართლოდ დაზარალდა,” განაცხადა პრემიერმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობის სპიკერის, იანის იკონომუს განცხადებით, მათ ეგონათ, რომ კლიმატური ფენომენი გაცილებით გვიან მოუახლოვდებოდა ატიკას, ვიდრე ეს რეალურად მოხდა, თუმცა, იკონომუს ამ მცდელობას, რომ პასუხისმგებლობა სინოპტიკოსებისთვის დაეკისრებინა, ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის, თოდორის კალიდას მკაცრი პასუხი მოჰყვა, რომელიც აცხადებს, რომ მეტეოროლოგებმა აბსოლუტურად სწორად და დროულად განსაზღვრეს კლიმატური ფენომენის გადაადგილება და მთავრობას თავის დროზე შეატყობინეს ამის შესახებ.

 

 

onalem

ტესტ