fbpx
საბერძნეთი

იწყებს თუ არა მუშაობას საჯარო და კერძო სექტორი ხვალ, 27 იანვარს?!

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ხვალიდან, 27 იანვრიდან საჯარო სექტორი მუშაობას განაახლებს. მიუხედავად ამისა, გაცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებსაც უნდა მიჰყვეს თითოეული დაწესებულების ხელმძღვანელობა.

პირველ რიგში, უნდა მოხდეს დისტანციურად მუშაობის შეთავაზება რაც შეიძლება მეტი თანამშრომლისთვის. რაც შეეხებათ მათ, ვინც მოვალეობას დისტანციურად ვერ შეასრულებენ, აუცილებელია, რომ მოხდეს მათი სამსახურში უსაფრთხოდ გადაყვანის უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ისეთ ტერიტორიებზე მდებარე სტრუქტურებში, სად გადაადგილებაც პირდაპირ უკავშირდება რისკებს, თანამშრომლებს არ აქვთ სამსახურში გამოცხადების ვალდებულება.

თითოეულ სამსახურს ევალება, რომ შეატყობინოს მოქალაქეებს, ყველა შესაძლო გზით, თავიანთი მუშაობის პირობები, იქნება ეს ვებ-გვერდები, სოციალური ქსელები თუ სხვ.

რაც შეეხება კერძო სექტორს, ამ დროისთვის მათი მუშაობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არის ცნობილი.

onalem

ტესტ