fbpx
საბერძნეთი

“არ იქნება ხალხის უკონტროლო შემოსვლა საბერძნეთში, აეროპორტებში განლაგდებიან ექიმები და კარანტინი, ვისაც ვირუსი აღმოაჩნდება” – ნიკოს ხარდალიას

ნიკოს ხარდალიასის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, საბერძნეთი მზად არის ტურისტული სეზონის გასახსნელად, მაგრამ უმკაცრესი პროტოკოლის თანხლებით. 15 ივნისიდან ფრენების განხორციელება დაიწყება ათენის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო 1 ივლისს მთელი საბერძნეთის აეროპორტები ჩვეულ რეჟიმში ამუშავდება და საზღვრები გაიხსნება ყველა ქვეყნისთვის.

გამოიყო “მწვანე”, “ყვითელი”, “ნარინჯისფერი” და “წითელი” ქვეყნების ჯგუფები. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად “მწვანე” ქვეყნიდან შემომავალი ტურისტებიდან, ვთქვათ 150-დან მხოლოდ 1 ან 2 შეიძლება შემოწმდეს კორონავირუსზე. “ყვითელი” ქვეყნებიდან მომავალი ტურისტებიდან შეამოწმებენ 5-10-ს, “ნარინჯისფერი” ქვეყნებიდან შემომავლებიდან მოხდება 20-30 მათგანის შემოწმება, ხოლო “წითელი” ქვეყნებიდან შემომავალი ტურისტების ნახევარს ან მეტს შეამოწმებენ.

როგორ მოხდება ეს?!

აეროპორტებში განთავსდებიან მობილური სამედიცინო ჯგუფები (ქვეყნის 15 აეროპორტში). ამ დროისთვის ჩამოყალიბებულია 15 ჯგუფი, რომელშიც შედიან ექიმები, ექთნები და ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები. როდესაც კორონავირუსის დადასტურების შემთხვევა გვექნება, კარანტინში მოთავსდება არა მხოლოდ მგზავრი, არამედ ყველა ის ადამიანი, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან.

ნიკოს ხარდალიასმა განაცხადა, რომ 13 მაისიდან დღემდე განხორციელებული 21 ფრენის ფარგლებში, 2.200 მგზავრიდან მხოლოდ 1-ს დაუდგინდა ვირუსი.

 

onalem

ტესტ