fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

ათენელი ქალბატონი, რომელმაც უკრაინელების დასახმარებლად 3.500 კილომეტრი მოტოციკლით უნდა გაიაროს

ბერძნული მედია ათენელი ქალბატონის შესახებ იუწყება, რომელმაც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად წარმოუდგენელი მანძილის დაფარვა გადაწყვიტა, თანაც მოტოციკლით. “3.500 კმ უკრაინის მშვიდობისთვის” – ასეთია მისი მოგზაურობის მთავარი სლოგანი, რომელიც დღეს, 1 აპრილს დაიწყო.

ქ-ნ პოლიტიმი აპირებს, რომ უკრაინა-რუმინეთის საზღვრამდე ჩავიდეს და უკრაინელებისთვის ფინანსურ დახმარებას აგროვებს.

როგორც ირკვევა, ქალი დაუკავშირდა უკრაინის საკონსულოს ათენში და მოითხოვა სპეციალური ანგარიშის ნომერი, რომელზეც ხალხი თანხის ჩარიცხვას შეძლებს. ის მოუწოდებს ყველას, ვისაც მცირეოდენით მაინც შეუძლია დახმარება, გამოიჩინოს გულისხმიერება და ანგარიშზე თანხა შეიტანოს, თუნდაც 1 ან 2 ევრო.

IBAN: GR3401720530005053105774421, Τράπεζα Πειραιώς.
მიმღები: უკრაინის საკონსულო

ქალბატონი პოლიტიმი აპირებს, რომ უკრაინაში ლტოლვილები მოინახულოს და ამით საკუთარი წვლილი შეიტანოს ომით დაზარალებული ადამიანების დახმარებაში. როგორც ის ამბობს, ამ მდგომარეობაში არ შეეძლო უმოქმედოდ ყოფნა და პირადად გადაწყვიტა, მოხალისედ წასვლა.

onalem

ტესტ