fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

თესალონიკი ყველაზე კრიტიკულ რეგიონად იქცა – ვირუსი დიდი სისწრაფით ვრცელდება

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემების მიხედვით თესალონიკი ყველაზე უფრო “წითელ” ზონად არის გამოცხადებული.

საერთო ჯამში, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევა, საიდანაც 45 მოდის თესალონიკზე.

მხოლოდ 25 შემთხვევაა დაფიქსირებული ქვეყნის საზღვრებზე, ტურისტების შემოწმების შედეგად.

ატიკის რეგიონში ვირუსის გავრცელება შედარებით შემცირდა და ფიქსირდება 26 შემთხვევა, დანარჩენები კი ნაწილდება ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონზე, მცირე რაოდენობით.

საბერძნეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 211-ს უდრის, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში 17 პაციენტია მოთავსებული.

სამწუხაროდ, ქვეყანაში უკვე ბოლო 5 დღეა სამციფრიანი რიცხვები ფიქსირდება, რაც მოვლენების ცუდი სცენარით განვითარების მანიშნებელია.

onalem

ტესტ