fbpx
საბერძნეთი

კატასტროფა საბერძნეთში: გარდაცვლილია ერთი ჩვილი ბავშვი და ორი მოხუცი

კლიმატურმა ფენომენმა “თალიამ”, რომელსაც უხვი ნალექი მოჰყვა, საბერძნეთში დიდი ტრაგედია გამოიწვია. გადაუღებელი წვიმების გამო განსაკუთრებით დაზარალდა ევიას ტერიტორია, სადაც წყალმა 1.5 მეტრს მიაღწია და დატბორა ყველაფერი.

სამწუხარო ინფორმაციით, გარდაცვლილია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი 8 თვის ბავშვია, დანარჩენი ორი კი, 85 და 86 წლის მოხუცები.

როგორც ირკვევა, მოხუცები საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, თუმცა, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დატბორილი სახლებიდან ხალხის ამოყვანის ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს და საჭირო გახდა საქმეში ვერტმფრენის ჩართვა, რადგან გამოწვეულია უდიდესი კატასტროფა.

სამაშველო სამსახურმა დახმარების თხოვნით 150-მდე ზარი მიიღო ადგილობრივებისგან.

onalem

ტესტ