fbpx
საბერძნეთი

ათენიდან კრეტაზე, კერძოდ, ხანიაში ახალშობილებს ყიდდნენ – უკანონო გაშვილებით დაკავებული პირები დააკავეს

კრეტაზე, კერძოდ, ხანიის პოლიცია აქტიურად იძიებს ბავშვების უკანონო გაშვილების საქმეს, რომელსაც რამდენიმე მონაწილე პირი ჰყავს. როგორც ჩანს, საუბარია დაჯგუფებაზე, რომელიც ახალშობილებით ვაჭრობდა, უკანონოდ აშვილებდა მათ, ამ პროცესში კი, მონაწილოებდნენ სუროგატი დედებიც.

გამოძიების მასალების მიხედვით, ბავშვებს, სავარაუდოდ, ათენიდან ხანიაში ყიდდნენ, მას შემდეგ, რაც სუროგაციის გზით დაიბადებოდნენ. საუბარია კარგად ორგანიზებულ დანაშაულზე, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა.

წინასწარი ცნობებით, დაკავებულია რამდენიმე პირი, რომელიც აღნიშნული საქმიანობით იყო დაკავებული, თუმცა, მათი ბრალეულობის ოფიციალურად დასადასტურებლად გამოძიება გრძელდება, რათა უტყუარი მტკიცებულებები მოიძიონ.

 

onalem

ტესტ