fbpx
საზოგადოება

“ჯერ მოუშუშებელი ჭრილობები გაგვეხსნა, ჩვენი შვილის შემდეგ, კიდევ ერთი ბიჭის სიცოცხლე დაიკარგა” – არისტიდის კაბანოს

როდესაც 2022 წლის 1-ელ თებერვალს, ხულიგნების სასტიკ თავდასხმას ალკის კაბანუს სიცოცხლე ემსხვერპლა, ყველას ეგონა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა და რომ საზოგადოებისა და ქვეყნის რეაქცია იმდენად ადეკვატური იყო, რომ ეს უაზრო ძალადობა დასრულდა… თუმცა, გუშინდელი ღამე კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სრულიად არაფერი გაკეთებულა მას შემდეგ.

ალკის კაბანუს შემდეგ გუნდურ დაპირისპირებას, რომელიც აბსოლუტურად უმისამართოა, ემსხვერპლა კიდევ ერთი ახალგაზრდა, 29 წლის მიხალი. ალკის მშობლები პირველივე წუთებიდან გამოეხმაურნენ მომხდარს და ამბობენ, რომ ამ დანაშაულებს საბერძნეთში ბოლო არ უჩანთ და ყველამ ერთად უნდა მივიღოთ ზომები, ძალადობის დასასრულებლად.

“ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობები გაგვეხსნა და ალკის მკვლელობის მოგონებებმა ისევ გაიღვიძა ჩვენში. შოკირებული და შეძრულები ვართ მომხდარით. ხულიგნების, ამ უჭკუო ადამიანების მხრიდან ძალადობას კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა… არ ვიცი, როგორ შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი, მაგრამ ყველა ერთად უნდა დავუპირისპირდეთ ამ პრობლემას. სახელმწიფო, მოქალაქეები, ასოციაციები უნდა გაერთიანდნენ და შეეცადონ, რომ ამ სულელ ადამიანებს მსხვერპლი აღარ ჰყავდეთ.

მინდა მიხალის მშობლების მწუხარება გავიზიარო და მივუსამძიმრო, სიტყვები ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ, არაფერია. ჩვენ აუცილებლად დავუკავშირდებით მშობლებს და გავესაუბრებით, დავეხმარებით ყველაფერში, რაც დასჭირდებათ,” აცხადებს ბატონი არისტიდი.

onalem

ტესტ