fbpx
საზოგადოება

მკვლელობა საბერძნეთის საფეხბურთო მოედანთან – მოკლეს სრულიად უდანაშაულო 29 წლის ბიჭი, რომელიც ΑΕΚ-ს გულშემატკივრობდა

ტრაგედია ნეა ფილადელფიაში, სტადიონთან მოხდა, სადაც ხორვატიელი გულშემატკივრების ველურ დარბევას 29 წლის მიხალის სიცოცხლე ემსხვერპლა. საუბარია ისტორიებზე, რომლებიც საბერძნეთში მეორდება და მეორდება… იყო ალკი კაბანუ, რომელიც ახლა მიხალიდ იქცა. როგორც ალკის მამა აცხადებს, რომელიც ასეთივე თავდასხმას ემსხვერპლა, “ბრმა ძალადობა გრძელდება”.

შოკისმოგვრელია ფაქტი, რომ საფეხბურთო მატჩისთვის ხორვატიელი ხულიგნები საბერძნეთის საზღვარზე მანქანებით შემოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო დაშვებული გულშემატკივართა შემოშვება, ისინი მოედანზე მივიდნენ, იქაურობა დაარბიეს, ხალხი დააზიანეს, გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისასტიკით. საუბარია დაახლოებით 200 ადამიანზე, რომელთა შორისაც, წინასწარი ცნობებით, ბერძნებიც იყვნენ. მატჩი იმართებოდა ზაგრების დინამოსა და ΑΕΚ-ს შორის, ჩანს, რომ ხორვატიელებს დაგეგმილი ჰქონდათ თავდასხმა ხალხზე, რომელიც იქ იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ მოხუცები, ბავშვები, ქალები…

სასტიკი დარბევის შემდეგ გაირკვა, რომ მრავალჯერადი ჭრილობებით მოკლული იყო ΑΕΚ-ის გულშემატკივარი, 29 წლის მიხალი, ხოლო სერიოზულად დაშავდა 12 წლის გოგონა.

სტავროს ბალაკსას ინფორმაციით, ხორვატიელებს წინასწარი შეთანხმება ჰქონდათ “პანათინაიკოსის” გულშემატკივრებთან, თუმცა, აღნიშნულზე გამოძიება მიმდინარეობს. პოლიციამ 88 ადამიანი დააკავა, მათ შორის არის 2 ბერძენი, 1 ალბანელი, 1 სერბი და 1 გერმანელიც.

 

onalem

ტესტ