fbpx
საბერძნეთიფინანსები

როდის უნდა ჩაირიცხოს საშობაო საჩუქარი საბერძნეთში და რამდენია კუთვნილი თანხა?!

კერძო სექტორის ყველა თანამშრომელს, რომელიც ოფიციალურად არის გაფორმებული და მუშაობს კონტრაქტით, აქვს უფლება, მიიღოს საშობაო საჩუქარი დამსაქმებლისგან.

მოქმედი კანონმდებლობით, კუთვნილი თანხა აუცილებლად უნდა ჩაირიცხოს 21 დეკემბრამდე, დამსაქმებელს შეუძლია თანხა ჩარიცხოს უფრო ადრეც, მაგრამ არა უგვიანეს 21 დეკემბრისა.

თანხის რაოდენობა, რომელიც გვეკუთვნის, განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ როგორ ხდება ანაზღაურება, ყოველ თვე თუ დღიურად. საშობაო საჩუქრის რაოდენობის გაანგარიშება ხდება ყოველი წლის 1-ლი მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. თუ მთელი ეს პერიოდი მუშაობთ განუწყვეტლივ, გაქვთ უფლება მიიღოთ მთლიანი თვის ხელფასი დამატებით, თუ 1-ლი მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით არ გიმუშავიათ, მაშინ უფლება გაქვთ მიიღოთ საჩუქრის ნაწილი შრომითი ხანგრძლივობის პროპორციულად.

გთავაზობთ ბმულს, სადაც შეგიძლიათ გამოითვალოთ, თუ რა თანხა გეკუთვნით თქვენი სამუშაო სტაჟის მიხედვით: https://www.kepea.gr/calc-doro-xristoygennon.php

საშობაო საჩუქრის გაცემა უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ საბანკო ანგარიშზე, თანხის სახით.

onalem

ტესტ