fbpx
საბერძნეთი

დღეს გვიან ღამით დასავლეთ საბერძნეთში კლიმატური ფენომენი აქტიურდება – ძლიერი წვიმა და ქარი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს გვიან ღამით საბერძნეთში ამინდი უარესდება და მოსალოდნელია ნალექი. კლიამტური ფენომენი გააქტიურდება თავდაპირველად დასავლეთ საბერძნეთიდან და მისი ძირითადი მახასიათებლები იქნება წვიმა და ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ფენომენი განსაკუთრებით ინტენსიური იქნება ხვალ, ოთხშაბათს, შესაბამისად, იწვიმებს დასავლეთ საბერძნეთი, ასევე აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე. ნალექი უხვი იქნება იონიის ზღვის კუნძულებზე, იპიროსა და დასავლეთ სტერეაში.

ხვალ, 22 ნოემბერს, იწვიმებს:

იონიის ზღვაზე, იპიროში, დასავლეთ სტერეაში, დასავლეთ პელოპონისოში, აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებსა და დოდეკანესის კუნძულებზე. შუადღის შემდეგ ნალექი დაფიქსირდება ასევე თრაკიში.

ათენში მოსალოდნელია ნალექი ხვალ, ოთხშაბათს, რასაც შუადღის საათებში ქარის გაძლიერება ახლდება თან. ტემპერატურა დაფიქსირდება მაქსიმუმ 19 გრადუსი, შემდეგ შაბათამდე ამინდი შედარებით გაუმჯობესდება, თუმცა, უქმეებზე კვლავ იწვიმებს.

თესალონიკში მცირე ნალექია მოსალოდნელი ხვალისთვის, ჰაერი მაქსიმუმ 17 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ