fbpx
საბერძნეთი

“კარანტინი მხოლოდ არავაქცინირებულებისთვის” – რაზე საუბრობს ადონის გეორგიადი?

საბერძნეთის განვითარების მინისტრმა, ადონის გეორგიადიმ ტელევიზიის საშუალებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე ისაუბრა.

“ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ პანდემია აფეთქდება, სერიოზული პრობლემა გვექნება. თუ გამართლდება მოლოდინი, რომლის მიხედვითაც შეიძლება, რომ დღეში 15.000-20.000 ინფიცირებული გვყავდეს, ჩათვლით, რომ ტურიზმი სწორი გზით მიდის?!

თუ დაფიქსირდება ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე და ეს ყველაფერი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს, ცხადია, რომ შეზღუდვები გავრცელდება ეკონომიკაზე, ზუსტად მაშინ, როცა ის აშკარად კარგად მუშაობს.

თუ ეპიდმდგომარეობა გართულდება, მასშტაბური კარანტინი არ გამოცხადდება მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, ეს მიზეზი კი ვაქცინირებული ადამიანები არიან, რომელთა შეზღუდვის უფლებას ჩვენ არ გვაქვს. ადგილობრივი კარანტინის დროს იგივე პრინციპი იქნება დაცული. შეიზღუდებიან მხოლოდ აუცრელი პირები, რადგან აცრილებს საფრთხე არ ემუქრებათ.

რაც შეეხება საცალო ვაჭრობასა და სარესტორნო სფეროს, განსხვავება ისაა, რომ მაღაზიაში პირბადით შევდივართ, ხოლო რესტორანსა და ბარში უნდა მოვიხსნათ პირბადე, რომ რაიმე მივირთვათ. ეს ნიშნავს, რომ შემზღუდველი ზომები ლოგიკურია.”

onalem

ტესტ