fbpx
კრიმინალი

სამუდამო პატიმრობა ბერძენს, რომელმაც საკუთარი მშობლები ცოცხლად დაწვა

თესალონიკის შერეულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 45 წლის მამაკაცს ჩადენილი დანაშაულისთვის განაჩენი გამოუტანა.

საზარელი შემთხვევა გასული წლის აღდგომას მოხდა. 45 წლის მამაკაცმა საკუთარ 87 წლის მამას ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ხოლო მისი 81 წლის დედა სახლში გავრცელებულ ხანძარს შეეწირა.

გამოძიებამ აბსოლუტურად უარყო, რომ დანაშაული ჩადენილი იყო აფექტურ მდგომარეობაში, სასამართლომ კი ერთხმად გადაწყვიტა, რომ 45 წლის მამაკაცმა მშობლები ცოცხლად განზრახ დაწვა და ამ ყველაფერს კარგად აცნობიერებდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე დაკავებულს სამუდამო პატიმრობა და +7 წელი მიუსაჯეს.

onalem

ტესტ