fbpx
კრიმინალი

თავდასხმა რამდენიმე წუთის წინ: ბერძენმა მამაკაცმა ზოგრაფუზე გამვლელები დანით დაჭრა

რამდენიმე წუთის წინ ზოგრაფუზე პანიკა შეიქმნა. 54 წლის ბერძენი მამაკაცი სრულიად უცნობ ადამიანებს დაესხა თავს. ირკვევა, რომ ის დანით იყო შეიარაღებული და უკონტროლოდ იქნევდა ცივ იარაღს, რასაც უბრალო გამვლელების დაშავება მოჰყვა.

სამწუხაროდ, ორ მათგანს ჭრილობები მიაყენა ნეკნებისა და თირკმელების არეში და ასევე კიდურებზე. მესამე დაჭრილი თავად წავიდა ტაქსის საშუალებით საავადმყოფოში.

თავდასხმის შემდეგ მამაკაცი სახლში შეიკეტა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა, რამდენიმე წუთში კი, პოლიციამ ვენებგადაჭრილი იპოვა. მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილი გახდა, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და ნარკოტიკების მომხმარებელია.

onalem

ტესტ