fbpx
პოზიტივი

Survivor-ის მონაწილემ, გიორგოს ასიმაკოპულომ, პროექტიდან აღებული მთელი თანხა სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა ფონდებში გადარიცხა

გიორგოს ასიმაკოპულომ, Survivor 2021-ის მონაწილემ, რომელმაც აგიოს დომინიკოზე დაახლოებით 6 თვე გაატარა, პროექტიდან აღებული მთელი თანხა სიმსივნით დაავადებული ბავშვების ფონდებს გადაურიცხა. ასიმაკოპულომ სურვილი, რომ გადარჩენის ყველაზე რთული პროექტიდან აღებული თანხა სიმსივნესთან მებრძოლი ბავშვებისთვის გადაეცა, ჯერ კიდევ მაშინ გამოთქვა, როდესაც თამაში დატოვა.

გიორგოს ასიმაკოპულომ საკუთარი ძმა, ძალიან პატარა ასაკში, სწორედ სიმსივნის დიაგნოზის გამო დაკარგა. ტრაგედიამ შეიწირა მისი ბავშვობის წლები, პატარაობიდანვე ეხმარებოდა მშობლებს, რომლებიც საავადმყოფოდან საავადმყოფოში დარბოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვერ ხვდებოდა, რა ტრაგედიასთან ჰქონდა საქმე.

როგორც მონაწილემ თქვა, უფროსი ძმა მისი საყრდენი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ხელიდან გამოეცალა, ისწავლა, რომ პატივი სცეს იმას, რაც აქვს. ასიმაკოპულომ Survivor 27 ივნისს დატოვა, ხოლო 3 ივლისს ქველმოქმედება დაიწყო და აღებული 31.000 ევრო ფონდებში გადაანაწილა.

onalem

ტესტ