fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ათენის ცენტრში სიმსივნის წინააღმდეგ გამართულ რბოლაში 36.000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

დღეს ათენის ცენტრმა უმასპინძლა ღონისძიებას, რომელიც სიმსივნესთან ბრძოლას მიეძღვნა. ზაპიოზე შეიკრიბა დაახლოებით 36.000-მდე ადამიანი, დიდი თუ პატარა, რათა რბოლაში მიეღოთ მონაწილეობა.

აღნიშნული ღოსნიძიება ყოველთვის სექტემბრის ბოლო კვირას ტარდება და ეს რბოლა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღონისძიებად ითვლება მსოფლიოში არსებულ 140 ღონისძიებას შორის. ამასთანავე საბერძნეთში უკვე 33 წელია იმართება.

“რაც აქ დღეს ხდება, ზეიმის 33-ე წელია. ზეიმი ჯანმრთელობის, ინფორმაციის და პრევენციისა. ეს არის ზეიმი ყველა იმ ქალის, რომელმაც შეძლო და მკერდის კიბო დაამარცხა. მაგრამ ასევე არის მესიჯი, რომ არ დავკარგოთ არცერთი ქალი მკერდის სიმსივნით. ჩვენ ვართ აქ, რათა ხმამაღლა ვიყვიროთ პრევენციის შესახებ, იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ მანამდე, რომ არ მივიდეთ იმ ზომამდე. როცა ვართ ერთად, მკერდის სიმსივნე შეიძლება იყოს დამარცხებადი,” ასეთი სიტყვით გამოვიდა ათენის ახლადარჩეული მერი, კოსტას ბაკოიანი.

onalem

ტესტ