fbpx
საზოგადოება

კიდევ ერთი როტვეილერის თავდასხმა საბერძნეთში – ძაღლმა 2 წლის გოგონას სახის არეში უკბინა

ინციდენტის შესახებ, რომელიც გუშინ შუადღეს მოხდა ბერძნული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, პელაში 2 წლის გოგონა მშობლებთან ერთად ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა, როდესაც ოჯახის ძაღლი დაესხა თავს და დაზიანებები მიაყენა.

როგორც ცნობილი გახდა, ძაღლი როტვეილერის ჯიშისაა. ის ბავშვს თავს გაურკვეველი მიზეზით დაესხა და სახის არეში უკბინა.

2 წლის გოგონა გენიმატას საავადმყოფოში გადაიყვანეს და როგორც ექიმები ამბობენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და სამომავლოდ სახეზე შესამჩნევი შრამები  არ ექნება.

 

onalem

ტესტ