fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთმა ალბანეთში მიწისძვრით დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა

საბერძნეთმა ალბანეთს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ სოლიდარობა გამოუცხადა და მეზობელ ქვეყანას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. მისიას სამოქალაქო დაცვის გენერალური მდივანი, ნიკოს ხარლადიასი ხელმძღვანელობდა.

ყველა საჭირო ნივთი C-130-ით გაიგზავნა და ალბანეთის ხელისუფლებას გადაეცემა, რათა შემდეგ მოსახლეობას დაურიგდეს.

როგორც ცნობილია ალბანეთმა ხუთშაბათს ევროპის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი გაააქტიურა, რომლის ფარგლებშიც თავიდან მიწისძვრით გამოწვეული ზარალის შესაფასებლად დახმარებას ითხოვდა, თუმცა, საბოლოოდ გამოხატა სურვილი, რომ დახმარება მიიღონ უსახლკაროდ დარჩენილთა საჭიროებებისთვის.

საბერძნეთმა თხოვნას უპასუხა და გააგზავნა საჭმელი, საბნები, საწოლები, კარვები და სხვადასხვა მედიკამენტები.

onalem

ტესტ