fbpx
საბერძნეთი

დამლაგებელმა ბერძენ ქალს ბანკის ბარათები მოპარა და 1.040 ევროს ნივთები შეიძინა

ცხადია, ამ ყველაფრის გამოვლენის შემდეგ, დამლაგებელი ქალი დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს სამსახურიდან, თუმცა, ციხეს გადაურჩა.

გავრცელებული ინფორმაციით, 58 წლის ბერძენმა ქალმა საკუთარი ჩანთიდან ერთ-ერთი საკრედიტო ბარათი მოინაკლისა და ეჭვი პირველად დამლაგებელ ქალზე მიიტანა, რომელიც მასთან სახლში მუშაობდა. რამდენიმე ხნის შემდეგ დაკარგა მეორე ბარათიც და გადაწყვიტა, რომ ამ საქმისთვის სერიოზულად მიეხედა.

მას შემდეგ, რაც ქალმა პოლიციაში განაცხადა და გამოძიება დაიწყო, დამლაგებლის დანაშაული გამომჟღავნდა და აღმოჩნდა, რომ მას მოპარული ბარათებით 1.040 ევროს ნივთები ჰქონდა შეძენილი… ამ ყველაფერს კი რამდენიმე თვის მანძილზე აკეთებდა.

მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, თუმცა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ გადაუყვანიათ.

onalem

ტესტ