fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ვინ აღმოჩნდა ათენში, კორპუსთან მიტოვებული ბავშვის დედა?! – გამოძიების შედეგები

საბერძნეთის პოლიციამ წარმოუდგენლად მოკლე დროში გამოიძია ახალშობილი გოგონას საქმე, რომელიც გუშინ დილით ნეა იონიას ტერიტორიაზე მიტოვებული იპოვეს. როგორც უკვე ცნობილია, ბავშვი 7 დღის წინ არის დაბადებული და ოფიცრებმა სწორედ ამ ინფორმაციით, ასევე თითის ანაბეჭდების საფუძველზე იმოქმედეს.

გადამოწმდა დაახლოებით 150 ქალი, რომელმაც 7 დღის წინ ატიკის საავადმყოფოებში იმშობიარა, ცხადია, აქცენტი გაკეთდა მათზე, ვისაც საცხოვრებელ მისამართად ნეა იონია ჰქონდა მითითებული. საბოლოოდ, პოლიცია შედეგებზე გავიდა. ახალშობილის დედა 19 წლის ბერძენი გოგონა აღმოჩნდა, რომელიც იქვე ცხოვრობს.

ის ამ დროისთვის დაკავებულია და აღიარებს, რომ შვილი კორპუსთან ურიკით სწორედ მან დატოვა. გოგონა მოხუც დედინაცვალთან ერთად ცხოვრობს.

ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, ცნობილია, რომ 19 წლის ბერძენი გოგო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

პოლიცია ცდილობს მომხდარის მიზეზები ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს.

onalem

ტესტ