fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენიდან სალონიკში მიმავალი მატარებლის ავარიის შედეგად ქართველი მგზავრები ქუჩაში დარჩნენ

ინციდენტი, რომლის შესახებაც ქალბატონი მანანა გვწერს, გუშინ ღამით მოხდა:

”ათენიდან თესალონიკისკენ მიმავალი მატარებელი რელსებიდან გადავიდა, მიზეზი კი ის არის, რომ მძღოლები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

მატარებლის მგზავრები, რომლებსაც აეროპორტში აგვიანდებოდათ, გარეთ უპატრონოდ იყვნენ მიტოვებული. დიდი აჟიოტაჟის შემდეგ ისინი ავტობუსით გადაიყვანეს, თუმცა, თვითმფრინავს ვერ მიუსწრეს და ისევ ქუჩაში დარჩნენ. 15 ადამიანს შორის არის ერთი ორსული გოგონა და ოჯახი ბავშვით. არცერთი მათგანი არ არის დაშავებული.

მათ არ აქვთ თანხა სასტუმროში ღამის გასათევად ან ბილეთების ხელახლა ასაღებად. ”

ამ დროისთვის მათი ბედი გაურკვეველია.

onalem

ტესტ