fbpx
საბერძნეთი

სატვირთო გემი კორინთოს არხში გაიჭედა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ გვერდს დაეჯახა

კორინთოს არხში გუშინ მომხდარი ინციდენტის შედეგად 24 ნოემბრამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე გემებისა და ნავების გავლა აკრძალულია.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო გემი, რომელიც ცნობილ ვიწრო არხში გადიოდა, ერთ-ერთ გვერდს შეეჯახა და ადგილზე გაიჭედა. მის გასაყვანად საჭირო გახდა დახმარების გამოძახება და ბუქსირის საშუალებით სატვირთო გემი არხიდან გაიყვანეს.

როგორც ცნობილია, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და არც წყლის დაბინძურების ფაქტი დაფიქსირებულა.

სამუშაოები ჩატარდება მხოლოდ კლდის ჩამონგრეული ნაწილების მოსაშორებლად, რათა მოძრაობა აღდგეს.

onalem

ტესტ