fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მაღაზია უკანონოდ გააღეს და ხალხს უკანა კარიდან უშვებდნენ, რომ ევაჭრათ

წინა კარანტინის პერიოდში ბევრი კურიოზული ფაქტი დაფიქსირებულა, თუმცა, ეს შემთხვევა ნამდვილად უპრეცენდენტოა და ვერც კურიოზულს ვუწოდებთ.

“თქვენ მითხარით ზუსტად რა გნებავთ და კალათში მე ჩაგიწყობთ. რადგან ეს უკანონოა. ვაჭრობა მხოლოდ ელექტრონულად შეიძლება. თუკი პოლიცია შეგვამოწმებს, უნდა თქვათ, რომ თქვენი არ არის და მხოლოდ თვალის შესავლებად ხართ შემოსული,” ასეთია კატერინში მდებარე ერთ-ერთი ცნობილი მაღაზიის თანამშრომელთა ინსტრუქციები, რომლებიც ხალხს მალულად ემსახურებოდნენ.

წარმოუდგენელია, მაგრამ კატერინში, რომელიც მაღალი რისკის რეგიონებს მიეკუთვნება, არღვევენ პროტოკოლის წესებს და მაშინ, როცა გლობალური კარანტინია გამოცხადებული, მაღაზია გააღეს და ხალხს უკანა კარიდან უშვებდნენ სავაჭროდ.

როგორც კადრში ჩანს, ხალხი დადის და საშობაო ნივთებსა და სხვადასხვა პროდუქტს ყიდულობს, რომელიც სახლისთვის არის განკუთვნილი. ამჟამად კი, პირველადი საჭიროების ნივთების და საკვების გაყიდვის გარდა, მაღაზიებს სხვა პროდუქტით ვაჭრობის უფლება არ აქვთ. აღნიშნულ მაღაზიაში კი როგორც ჩანს, ყიდიან ყველაფერს, რაც ადგილზე აქვთ.

onalem

ტესტ