fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ცნობილმა ბერძენმა მსახიობმა, მერი ხრონოპულუმ, საკუთარი მდიდრული სახლი უპატრონო ბავშვებს გადასცა!

ბერძნული კინოს ლეგენდის, მერი ხრონოპულუს ქმედებამ მთელი საბერძნეთი აალაპარაკა. მან საკუთარი მდიდრული სახლი, რომელიც პეანიაში მდებარეობს, არასამთავრობო ორგანიზაციას “ბავშვის ღიმილი” გადასცა. მან ის გადასცა ბავშვებს, რომელთაც არ ჰყავთ მშობლები ან ჰყავთ, მაგრამ მათთან ცხოვრება არ შეუძლიათ.

ამასთანავე, ხრონოპულუმ მათგან ერთი პირობა აიღო, რომ ისიც ამავე სახლში იცხოვრებს, ვიდრე ცოცხალი იქნება.

ეს ყველაფერი მსახიობმა ორგანიზაციასთან გრძელვადიანი, სიყვარულით სავსე ურთიერთობიდან გამომდინარე გააკეთა.

“ეს არ არის მატერიალური სიმდიდრე, არამედ ის, რაც მისი სულიდან მომდინარეობს. მინდა ვთქვა, რომ სახლი დარჩება ისეთად, როგორიც არის, როგორც ხრონოპულოს მუზეუმი, თუმცა, ნელ-ნელა ვეცდებით შევიყვანოთ შიგნით ბავშვები და რამდენიმე ცხოველი, თუკი ეს შესაძლებელი იქნება,” განაცხადა “ბავშვის ღიმილის” პრეზიდენტმა.

იხილეთ სახლი, რომელიც მსახიობმა ბავშებს აჩუქა:

onalem

ტესტ