fbpx
საზოგადოება

კირიაკოს მიცოტაკიმ, მეუღლესთან ერთად, ევროსზე თავისი ვაჟი მოინახულა

კირიაკოს მიცოტაკი, მეუღლესთან, მარევა მიცოტაკისთან ერთად, ევროსს კიდევ ერთხელ ეწვია და თავისი ვაჟი, კონსტანტინო მოინახულა. ის ალექსანდრუპოლში სამხედრო ბაზაზე მსახურობს და როგორც პრემიერი აცხადებს, მთელ ვადას იქ გაატარებს.

საბერძნეთის პრემიერმა ფოტოები თავისი ვაჟის გარდა, სხვა ჯარისკაცებთანაც გადაიღო.

მოგვიანებით მიცოტაკი ალექსანდრუპოლის მიტროპოლიტსაც შეხვდა, რომელმაც პრემიერს უთხრა, რომ მისი დამსახურებით თავს უსაფრთხოდ და ამაყად გრძნობენ.

მიცოტაკის დიდი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს სასაზღვრო დაცვის ოფიცრებმა და სუვენირიც გადასცეს.

onalem

ტესტ