fbpx
საზოგადოება

“მან კარგად იცოდა, რომ ამ რაოდენობის მჟავას შეიძლებოდა იოანა მოეკლა” – სასტიკი თავდასხმის დეტალები

ყველას კარგად ახსოვს გასულ მაისში მომხდარი სასტიკი თავდასხმა, როდესაც 34 წლის იოანას, საკუთარ სამსახურთან დიდი რაოდენობით მჟავა შეასხა ქალმა, ადამიანმა, რომელსაც ახლოს არც კი იცნობდა.

ირკვევა, რომ მას კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთდა, არ შეუძლია საკუთარი სახის დანახვა და ვერ გადის გარეთ. მისმა ექიმმა პოლიციაში მისცა ჩვენება, რომელიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იყო. ამ ჩვენების მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მკვლელობის მცდელობაზე, რადგან როგორც ჩანს, თავდამსხმელმა ქალმა კარგად იცოდა, რომ იმ რაოდენობის მჟავას, რომელიც იოანას შეასხა, თავისუფლად შეეძლო მისი მოკვლა.

იოანას ადვოკატი ცდილობს, რომ თავდამსხმელს ბრალი დაუმძიმდეს და დაემატოს მკვლელობის მცდელობაც, გარდა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა. დაკავებული, დეტალებზე, თუ რის გამო ჩაიდინა დანაშაული, არ საუბრობს. სახეზეა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ის შეპყრობილი იყო იოანათი და თვალს ადევნებდა მის ცხოვრებას, თავდასხმა კი ძალიან დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი.

იოანას სახის 93% აქვს დამწვარი.

onalem

ტესტ