fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ხვალ საბერძნეთში შესაძლოა კიდევ ერთი ადგილობრივი კარანტინი გამოცხადდეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ნიკოს ხარდალიასი სერესში საგანგებოდ ჩავიდა. აღნიშნულ რეგიონში საგანგაშოდ არის გაზრდილი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები და სწორედ ამიტომ საჭირო გახდა სპეციალური შეხვედრის დანიშვნა.

როგორც უკვე ცნობილია, სერესი საფრთხის მე-3 დონეზე იმყოფება, ანუ ატიკასა და თესალონიკთან ერთად არის “ფორთოხლისფერ” ზონაში. მიუხედავად ამისა, ინფიცირებულთა მატებამ სიტუაცია გაართულა და შესაძლოა კარანტინი გამოცხადდეს ხვალიდანვე.

როგორც ექსპერტები ამბობენ, მოსალოდნელია თესალონიკის “გაწითლებაც” ანუ “წითელ” ზონაში გადასვლა და შესაბამისად კარანტინის გამოცხადებაც, თუმცა, ცხადია, მანამდე ვითარება უნდა შეფასდეს მომდევნო რამდენიმე დღის ფონზე.

 

 

onalem

ტესტ