fbpx
საბერძნეთი

ათენის საერთაშორისო აეროპორტში ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა

სტატისტიკის მიხედვით, ათენის საერთაშორისო აეროპორტმა რეკორდი მოხსნა.

2018 წელს საერთო ჯამში ის 24.14 მილიონ ადამიანს მოემსახურა. ეს კი 11%-ით მეტია წინა წელთან შედარებით, 2017 წელს 2.4 მილიონი ადამიანი ფიქსირდებოდა.

მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ფრენებზე.

მხოლოდ დეკემბერში აეროპორტით ისარგებლა 1.55 მილიონმა მგზავრმა. შიდა ფრენებით მოსარგებლე პირთა რიცხვი 9.9%, ხოლო საერთაშორისო ფრენებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა 8.7%-ით გაიზარდა.

საერთო ჯამში, ათენის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით 217.094 ფრენა განხორციელდა, რაც 10.8%-ით მეტია წინა რეკორდთან შედარებით, როცა 2009 წელს 210.147 ფრენა დაფიქსირდა.

 

onalem

ტესტ