fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ახალი “პლატია” ათენის გულში, მაღაზიებითა და გასართობი ცენტრებით

ათენის ცენტრში, ცნობილი კომერციული სამკუთხედი საბოლოოდ შეივსო. ოფიციალურად გაიხსნა ახალი სკვერი, სადაც 24 ახალი ბიზნესია განთავსებული, აქედან 7 სასტუმროა.

პროექტის განხორციელებისთვის 30 მილიონი ევრო დაიხარჯა და ახალი “პლატია” ათენის გულს უფრო მეტად გააცოცხლებს.

როგორც ცნობილია, მაღაზიები განლაგებულია ვისის, ხრისოსპილიოტისის და ნიკის ქუჩების კვეთაზე.

აღნიშნული ტერიტორია ყოველდღიურად არაკანონიერი პარკინგის ადგილად გამოიყენებოდა, თუმცა, ახლა გზები ქვეითად და ველოსიპედით მოსიარულეებისთვის სპეციალურად გაკეთდა.

კომერციული სამკუთხედის პოტენციალი ყოველთვის დიდი იყო და ნელ-ნელა, ერმუს ქუჩის გარდა, სადაც ტურისტების და ადგილობრივების ყოველთვის დიდი ნაკადი შეინიშნება, ისიც სწრაფად მოიპოვებს პოპულარობას.

onalem

ტესტ