fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ცნობილ ბერძენ ტელეჟურნალისტს მოტოციკლით ავარია შეემთხვა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ტელეკომპანია ΕΡΤ-ის ჟურნალისტსა და ახალი ამბების წამყვანს სერიოზული ავარია შეემთხვა.

პანოს ხარიტოსი გუშინ ღამით საკუთარი მოტოციკლით მიდიოდა, როდესაც მის პარალელურად მოძრავმა მანქანამ კურსი შეიცვალა და საპირისპირო მხარეს გადმოსვლის დროს შეეჯახა.

ხარიტოსი დარტყმის შედეგად მოტოციკლიდან გადმოვარდა და დაშავდა.

როგორც ცნობილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჟურნალისტი ზახს უსვამს, თუ როგორი მნიშვნელოვანია მოტოციკლის მძროლებმა ატარონ შლემი და მოტოციკლისთვის განკუთვნილი სპეციალური ეკიპირება.

onalem

ტესტ