fbpx
საბერძნეთი

განგაში საბერძნეთში და მიცოტაკის საგანგებო კონფერენცია – განიხილავს თუ არა მთავრობა მკაცრი ზომების მიღებას?!

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, ტელეკონფერენციას მართავს, რომელიც საგანგებო მიზნით იმართება და ოფიციალურ გეგმაში არ იყო. კონფერენცია ეხება კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა.

კონფერენციას ესწრებიან ჯანდაცვის მინისტრი, ვასილის კიკილიასი, ნიკოს ხარდალიასი, ვასილის კოდოზომანისი, სოტირის ციოდრასი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი.

უნდა ითქვას, რომ მთავრობის სპიკერმა, სტელიოს პეცასმა ბოლო საუბრისას ღიად დატოვა ადგილობრივი კარანტინის გამოცხადების შესაძლებლობა და ამ დროისთვის პრემიერი შესაძლოა სწორედ ზომების გამკაცრებაზე მსჯელობს, სპეციალისტებთან ერთად.

რამდენიმე ხანში ზუსტად გახდება ცნობილი, რაზე ისაუბრეს მთავრობის წარმომადგენლებმა და დაწესდება თუ არა რაიმე სხვა შეზღუდვები, გარდა ნიღბების ტარების ვალდებულებისა, სხვადასხვა დაწესებულებებში.

onalem

ტესტ