fbpx
საბერძნეთი

მიკონოსზე მამაკაცი ვილაში ხალხმრავალი წვეულების მოწყობისთვის დააპატიმრეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კოსმოპოლიტურ კუნძულ მიკონოსზე გაძლიერებული შემოწმებების შედეგად დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მდიდრულ ვილაში წვეულება მოაწყო და ძალიან ბევრი ადამიანი მიიპატიჟა.

ირკვევა, რომ პოლიციამ ამის შესახებ მეზობლებისგან გაიგო, რადგან ვილიდან ძლიერი ხმაური ისმოდა და როდესაც ადგილზე ოფიცრები მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ მიმდინარეობდა წვეულება, ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე. ადგილზე ფიქსირდებოდა ხალხით გადატვირთულობა.

პოლიციამ ვილის დამქირავებელს გარეთ გასვლა სთხოვა, ვინაიდან ისინი შიგნით ვერ შევიდნენ და სწორედ ამ დროს მოხდა მისი დაკავება.

როგორც უკე ცნობილია, მიკონსოზე იმყოფებოდა სამოქალაქო დაცვის მინისტრი, მიხალის ხრისოხოიდი, რომელმაც მკაცრი შემოწმებების ბრძანება გასცა, 24 საათის მანძილზე.

onalem

ტესტ