fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

მონაცემები ყოველდღე უარესდება – რის წინაშე დგას საბერძნეთი და რამდენი ინფიცირებულია დღეს?

ბერძენი ექსპერტების მიხედვით დღევანდელი მონაცემები კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რადგან გასული ორი დღის მანძილზე ფიქსირდებოდა 52 და 57 შემთხვევა, ხოლო დღეს ეს რიცხვი 65-ს უდრის. ამრიგად, საბერძნეთში დღეს ვირუსით ინფიცირების 65 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, როდესაც ეს მაჩვენებელი ორი თვის წინ უმეტესად 10-ს არ სდებოდა ხოლმე.

ქვეყანაში, საერთო ჯამში, ვირუსით დაავადების 4401 ფაქტია გამოვლენილი, ამჟამად რეანიმაციაში მხოლოდ 7 პაციენტია მოთავსებული.

კორონავირუსს საბერძნეთში სულ 203 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ინფორმაციაა ის, რომ ინფიცირებულები, რომლებიც ახლა ფიქსირდებიან, არიან გაცილებით ახალგაზრდები, ანუ კორონავირუსმა თავი იჩინა პატარა ასაკის ადამიანებში და მხოლოდ ივლისის თვეში ის 66 ბავშვს დაუდასტურდა.

ამ დრომდე უცნობია, აპირებს თუ არა მთავრობა გამკაცრებული ზომების მიღებას, თუმცა, დღეს კირიაკოს მიცოტაკიმ საგანგებო ტელეკონფერენცია ამ დარგის სპეციალისტებთან უკვე გამართა.

 

onalem

ტესტ