fbpx
საზოგადოება

ტრაგედია ფლორინაში: სკოლის მოსწავლე მოწამლული სოკოს მირთმევის შედეგად გარდაიცვალა

ფლორინას საზოგადოება შეძრა მოზარდი ბიჭის გარდაცვალებამ, რომელმაც გასულ პარასკევს მოწამლული სოკო მიირთვა.

როგორც ირკვევა, სკოლის მოსწავლე სოკოს საკრეფად მამასთან ერთად იმყოფებოდა და სახლში მისვლის შემდეგ ის მიირთვეს. ბავშვი ცუდად გახდა და მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი ანალიზები სერიოზულ დარღვევებს აჩვენებდა და საბოლოოდ ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა.

ბიჭი გერმანიაში გაემგზავრა და ოპერაცია გუშინ ჩატარდა, თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ექიმები აცხადებენ, მისმა ორგანიზმმა გადანერგილი ორგანო არ მიიღო და საბოლოოდ, გარდაიცვალა.

 

onalem

ტესტ