fbpx
საზოგადოება

დაუჯერებელი შემთხვევა საბერძნეთში: 15 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა და ახალშობილის სხვა ქალის სახელზე რეგისტრაციას ცდილობდნენ

ამ დრომდე გაურკვეველია, თუ რა ხდება ზუსტად ამ ინციდენტის გარშემო, თუმცა, ხალკიდას საავადმყოფოს მსგავსი პრეცენდენტი არ ახსოვს.

გავრცელებული ინოფორმაციით, ამ საავადმყოფოში კვირა დღეს იმშობიარა 15 წლის გოგონამ, რომელიც ბოშური წარმოშობისაა და ქვეყანას ჯანმრთელი ახალშობილი მოევლინა. სწორედ ამის შემდეგ იქ 38 წლის უცხოელი მამაკაცი გამოცხადდა, რომელიც იუწყებოდა, რომ გოგონას მეუღლის მამა იყო, ანუ მისი მამამთილი. ამბობდა, რომ ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტი, რომ ბავშვის რეგისტრაცია მომხდარიყო.

საავადმყოფოს პერსონალი დაეჭვდა, რადგან მამაკაცს მიტანილი ჰქონდა სხვა, 28 წლის ქალის პირადობის მოწმობა და ბავშვის რეგისტრირებას სწორედ მის სახელზე ითხოვდა და არა 15 წლის გოგონას სახელზე.

ადგილზე პოლიციის მისვლა გახდა საჭირო და როგორც ირკვევა, განხორციელდა დაკავებებიც.

ამ ეტაპისთვის საეჭვოა არის თუ არა საერთოდ მათ შორის ნათესაური კავშირი და ასევე, მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის რეალურად ბავშვის მამა და რატომ ცდილობდნენ მის სხვა ქალის სახელზე ჩაწერას.

onalem

ტესტ