fbpx
საზოგადოება

ათენის მეტრო მუშაობის განრიგს ცვლის: მგზავრთა ნაკადი 50%-ით შემცირდა

ათენის მეტროს მმართველი დირექტორი, გიორგოს თომოპულოსი აცხადებს, რომ მოსახლეობის მიერ აღნიშნული ტრანსპორტის გამოყენება 50%-ით არის შემცირებული. მოქალაქეები სწორად ასრულებენ მთავრობის მიერ გაცემულ მითითებებს და თავს არიდებენ მეტროში ჩასვლას.

“ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ხდება თითოეული ვაგონის დეზინფექცია.”

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო, მეტრო იმუშავებს ზაფხულის განრიგით, ანუ შედარებით ნაკლები სიხშირით იმოძრავებს.

onalem

ტესტ