fbpx
საზოგადოება

“ვირუსის გამო სასტუმროში ვარ გამოკეტილი, საჭმელი ორჯერ მოაქვთ” – ბერძენი ბიზნესმენი ჩინეთიდან

ბერძენი ბიზნესმენი, რომელიც ამ დროისთვის ჩინეთში იმყოფება, სრულ კარანტინშია მოთავსებული. როგორც ის ამბობს, სასტუმროშია გამოკეტილი და გარეთ გასვლის უფლებას პოლიცია არ აძლევს. იანის მერსინიასი ეპიდემიის ცენტრიდან 400 კილომეტრის მოშორებით იმყოფება და საკუთარი ტელეფონით იღებს ვიდეოს, რომელშიც საუბრობს, თუ რა პირობებშია ჩინეთში.

“დღეს დილით (გუშინ, კვირას) 09:00 საათისთვის გამაღვიძეს და სიცხე გამიზომეს. შემდეგ ქვემოთ ჩასვლა მთხოვეს. მხოლოდ პოლიცია და სასტუმროს პერსონალი იყო.

ტელეფონზე მესიჯებს ვიღებთ, თუ როგორ მოვიქცეთ. საბერძნეთის საელჩო ჩემთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება და ვიცი, რომ ყველაფერს აკეთებენ, რომ აქედან გავიდეთ. საწუწუნო არაფერი მაქვს, კარგად მექცევიან. საჭმელი ორჯერ მოაქვთ. საავადმყოფოს მენიუა, ბრინჯი, ქათამი და მოხარშული კარტოფილი.”

როგორც უკვე ცნობილია, კორონა ვირუსის გამო ჩინეთის ქალაქის ქუჩები მოჩვენებად არის ქცეული.

onalem

ტესტ