fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 1.5 წლის გოგონა მანდარინის ჭამისას კინაღამ დაიხრჩო

ბავშვის მშობლებმა უმძიმესი წუთები გადაიტანეს, რადგან ეგონათ, რომ შვილს კარგავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ტირნავოში მოხდა. 1.5 წლის გოგონა მანდარინს მიირთმევდა, რა დროსაც შემთხვევით ლუკმა გადასცდა და იხრჩობოდა.

თავდაპირველად ის ტირნავოს ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ მდგომარეობის სერიოზულობის გამო ლარისას საჯარო საავადმყოფოში მოათავსეს.

ექიმების ძალისხმევის შედეგად ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

 

onalem

ტესტ