fbpx
საზოგადოება

ათენიდან მიმავალი თვითმფრინავი აეროპორტში ჯდებოდა, როცა კვამლი შენიშნეს

ინციდენტი დღეს დილით მოხდა და ამის შესახებ სულ ახლახანს გახდა ცნობილი. თვითმფრინავის ბორტზე მყოფმა მგზავრებმა და ეკიპაჟმა რთული წუთები გამოიარეს.

კერძოდ, კრეტაზე, ირაკლიოს აეროპორტში ბოინგი ჯდებოდა, როცა შენიშნეს, რომ რამდენიმე ადგილას თვითმფრინავს ბოლი ასდიოდა. თავდაპირველად ქაოსი შეიქმნა, თუმცა, პილოტმა ხომალდი უსაფრთხოდ დასვა და მოგვიანებით შემოწმება ჩატარდა.

ექსპერტების განმარტებით, თვითმფრინავში არანაირი ტექნიკური პრობლემა არ ყოფილა და კვამლი მხოლოდ და მხოლოდ აფრიკული მტვრის მაღალი კონცერტრაციით იყო განპირობებული.

ამის შემდეგ თვითმფრინავი ათენის საერთაშორისო აეროპორტში მშვიდობიანად დაბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ აფრიკული მტვრის გამო უამრავ რეისი გაუქმდა ხანიის აეროპორტშიც.

onalem

ტესტ