fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: სკოლიდან სახლში მიმავალ ბავშვს შიმშილისგან გული წაუვიდა – ორივე მშობელი უმუშევარია

მთელ საბერძნეთში დიდი შოკი გამოიწვია პატარა გოგონას ამბავმა, რომელსაც სკოლიდან სახლში დაბრუნებისას გული წაუვიდა. სკოლის მოსწავლემ გონება შუა გზაზე დაკარგა, სადაც უამრავი ხალხი მოძრაობდა და ადგილზე ვერავინ ხსნიდა, თუ რატომ დაემართა მას ეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას დედაც და მამაც უმუშევარია და არ შეუძლიათ შვილს მისცენ ელემენტარულიც კი. როგორც ირკვევა, ბავშვი დიდი ხნის მანძილზე იყო მშიერი, გზაზე კი სისუსტეს ვეღარ გაუძლო და გონება დაკარგა.

მისი მამა სახელმწიფოს მიმართავს წერილით, რომელშიც დიდი სასოწარკვეთა ჩანს. როგორც ის წერს, თანხა, რომელიც ოჯახს გააჩნია, მხოლოდ გადასახადებში იხარჯება, რათა ჭერი ჰქონდეს, თუმცა, ბავშვისთვის საკმარის საკვებსაც კი ვერ ყიდულობენ. ის ითხოვს მოეხსნას გარკვეული გადასახადები, როგორც უმუშევარს, რათა მინიმუმ შვილის გამოკვებაზე იზრუნოს.

onalem

ტესტ